logo_geo
eng_logo
თორნიკე რიჟვაძე თურქეთის პარლამენტის წევრ ფარუქ ჩელიკს და დამოუკიდებელ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენს მაჰმუთ ასმალს შეხვდა
- +

29 აგვისტო. 2023. 11:47

 

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ შეხვედრა გამართა ართვინის დეპუტატთან  თურქეთის პარლამენტში, ფარუქ ჩელიკთან და  დამოუკიდებელ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტთან მაჰმუთ ასმალთან.

 

დამოუკიდებელ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაცია MUSIAD ოპერირებს 81 ქვეყანაში, მათ შორის ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში, ორგანიზაციას 14 ათასზე მეტი წევრი ჰყავს. ასოციაციამ თავისი წარმომადგენლობა ბათუმშიც გახსნა. MUSIAD-ი ბიზნესმენებისა და მრეწველების ინიციატივით დაარსდა და 60 ათას საწარმოს და  2 მლნ- მდე დასაქმებულს აერთიანებს.

 

აჭარის მთავრობაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

 

დაიგეგმა ერთობლივი პროექტების განხორციელება სავაჭრო და სამრეწველო მიმართულებით. ასევე, განხილულ იქნა ასოციაციის ბათუმის ახალი წარმომადგენლობის  როლი ეკონომიკური ურთიერთობის გაძლიერების მხრივ.

 

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ასოციაცია მუსიადის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა, საზღვარგარეთ არსებული წარმომადგენლობების ხელმძღვანელმა პირებმა, თურქეთის გენერალურმა კონსულმა ბათუმში.

 

აჭარის მთავრობაში გამართულ შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი თინა ზოიძე ესწრებოდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner