logo_geo
eng_logo
გიორგი ჩაკვეტაძე: უდავოა, რომ დაგროვებითი საპენსიო რეფორმა უმნიშვნელოვანესია
- +

29 აგვისტო. 2023. 11:53

 

 

„4 სექტემბერს ჯანდაცვის კომიტეტი და შემდგომ უკვე მეორე და მესამე მოსმენით საქართველოს პარლამენტი განიხილავს დაგროვებით საპენსიო სქემის შესახებ ცვლილებებს“, - განაცხადა „ქართული ოცნების” დეპუტატმა გიორგი ჩაკვეტაძემ.

 

ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იქნება ამ ცვლილებების მიღება, რადგან ამ საკითხზე გარკვეული გაუგებრობები იყო. თუმცა, ის, რომ რეფორმა უმნიშვნელოვანესია, უდავოა. ვფიქრობ, წლის ბოლომდე შესაძლებელი იქნება, რომ ეს ცვლილებები მივიღოთ, შესაბამისად, ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო დაცულად იგრძნონ თავი“, - აღნიშნა ჩაკვეტაძემ.

 

დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეები 2028 წლამდე, ნაკლებად რისკიან პორტფელში დარჩებიან. კანონპროექტზე პარლამენტი 4 სექტემბერს, მეორე მოსმენით იმსჯელებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner