logo_geo
eng_logo
გერმანიის ელჩის მოადგილე ტანია ჰუტი: სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი მევენახეობა-მეღვინეობის კუთხით უდიდეს საქმეს აკეთებს
- +

29 აგვისტო. 2023. 12:33

 

 

საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიის, ვაზის ქართული ჯიშების და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობის გაცნობის მიზნით, ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები ესტუმრნენ. სტუმრებმა აკად. სოლომონ ჩოლოყაშვილის სახელობის ვაზის ქართული ჯიშების კოლექცია დაათვალიერეს და ქართული ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები დააგემოვნეს.

 

ქართული ღვინო, ბოლო წლებში, ძალიან წარმატებულია გერმანიის ბაზარზე, ჩვენ ვხედავთ, რომ იზრდება ექსპორტიც. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ბევრ ღვინოს გავეცანი, თუმცა საინტერესო იყო ცენტრში დაცული ვაზის ჯიშების ნახვა. მნიშვნელოვანია, გვენახა რას საქმიანობს ცენტრი და მოგვესმინა სამომავლო გეგმები. ვთვლი, რომ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი მევენახეობა-მეღვინეობის კუთხით უდიდეს საქმეს აკეთებს“, - აღნიშნა გერმანიის ელჩის მოადგილემ, ტანია ჰუტმა.

 

ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზა 80 ჰა ფართობზეა განთავსებული, სადაც ვაზის უცხოურ ჯიშებთან ერთად, ქართული ვაზის უნიკალური და იშვიათი ჯიშებია დაცული.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner