logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: საქართველო არასოდეს ყოფილა ასე ახლოს ევროკავშირთან, როგორც არის დღეს. ჩვენი პასუხისმგებლობაა, კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ ევროკავშირთან თვისებრივი დაახლოებისთვის
- +

29 აგვისტო. 2023. 13:56

 

 

„საქართველო არასოდეს ყოფილა ასე ახლოს ევროკავშირთან, როგორც არის დღეს და რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ ევროკავშირთან თვისებრივი დაახლოებისთვის“, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა უპასუხა ზოგი ოპოზიციონერის განცხადებას იმის შესახებ, რომ ოლიგარქიული რეჟიმი და დემოკრატია ერთმანეთთან შეუთავსებელია.

 

„საქართველო დღეს თვისებრივად არის დემოკრატიული ქვეყანა, სადაც ტარდება დემოკრატიული არჩევნები, სადაც არის მედიაპლურალიზმი, სადაც არის პოლიტიკური პლურალიზმი, სადაც ადამიანის უფლებები არის დაცული. ეს ვითარება რადიკალურად შეიცვალა საქართველოში 2012 წლის შემდეგ. ასევე გვაქვს ფუნდამენტური ეკონომიკური წინსვლა წლების განმავლობაში. აქედან გამომდინარე, საქართველო არასოდეს ყოფილა ასე ახლოს ევროკავშირთან, როგორც არის დღეს და რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ ევროკავშირთან თვისებრივი დაახლოებისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner