„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი შიოლაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ქალაქ დედოფლისწყაროში ნიკორწმინდისა და ჭავჭავაძის ქუჩების მცხოვრებლებს შეხვდა.
შეხვედრაზე ბოლო 4 წლის განმავლობაში ხელისუფლების მიერ მუნიციპალიტეტსა და ზოგადად, ქვეყანაში განხორციელებულ პროექტებზე, მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრეს. კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა სამომავლო გეგმებზე.
მოსახლეობამ დეპუტატობის კანდიდატს ქალაქში არსებული პრობლემის მოგვარება სთხოვა და არჩევნებში მხარდაჭერა გამოუცხადა.