logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ხოშტარია დღემდე იღებს მილიონობით რუბლს რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, არავის აქვს ემოციები და რაღაც განსაკუთრებული რეაქციები ამასთან დაკავშირებით
- +

29 აგვისტო. 2023. 14:36

 

 

ხოშტარია დღემდე იღებს ჯამში მილიონობით რუბლს რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, არავის არ აქვს ემოციები და რაღაც განსაკუთრებული რეაქციები ამასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, რუსეთის მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვების გაცემის შეჩერებაზე საუბარი ხელოვნური თემაა და ამ საკითხზე სპეკულაციები გრძელდება.

 

„ვაშაძის მიერ რუსზე ბინის გაქირავებაზე, არავის ჰქონდა ემოციები. ხოშტარია დღემდე იღებს ჯამში მილიონობით რუბლს რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან. არავის აქვს ემოციები და რაღაც განსაკუთრებული რეაქციები ამასთან დაკავშირებით. ამიტომ ეს არის ხელოვნური თემები, რასაც იყენებენ ქულების ჩასაწერად, თუმცა, დიდად ქულებსაც ვერ იწერენ ასეთი თემებით. სერიოზულ კომენტარს ამაზე ვერ გავაკეთებ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner