„პოზიტიურია ის, რომ შარლ მიშელის განცხადებაში იკითხება, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამწუხაროა ის მოცემულობა, როდესაც ასეთ გრძელვადიან პერსპექტივას ასახელებ. აი ეს უწყობს ხელს ზუსტად ევროსკეპტიციზმს“, - ასე გამოეხმაურა გურამ მაჭარაშვილი შარლ მიშელის განცხადებას ევროკავშირის გაფართოების ვადებზე. კომენტარი „ხალხის ძალის“ ერთ-ერთა ლიდერმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
„რუსული ნარატივია, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია არ იყოს წარმატებული. ასეთი განცხადებები უწყობს ხელს ამას, იმიტომ რომ ასოცირებულ ტრიოში საქართველო ევროკავშირის შეფასებით ყოველთვის იყო და არის მოწინავე ადგილზე. როდესაც ამბობ, რომ ერთი წლის წინ მიეცი მოლდოვა-უკრაინას კანდიდატის სტატუსს და საქართველოც მიიღებს, მაგრამ ასახელებ გრძელვადიან პერსპექტივას, ეს უწყობს ხელს ევროსკეპტიციზმს“, - მიიჩნევს მაჭარაშვილი.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს 2030 წლისთვის ახალი წევრი სახელმწიფოების მისაღებად.