logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: როგორც კი ბრიუსელიდან იმედიანი განცხადება კეთდება საქართველოს ევროინტეგრაციაზე, რადიკალური ოპოზიცია პოლიტიკურ კრუნჩხვებში ვარდება
- +

29 აგვისტო. 2023. 14:46

 

 

როგორც კი ბრიუსელიდან იმედიანი განცხადება კეთდება საქართველოს ევროინტეგრაციაზე, რადიკალური ოპოზიცია პოლიტიკურ კრუნჩხვებში ვარდება, მაგრამ ეს კრუნჩხვებიც განსხვავებულია, – განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადების კომენტირებისას.

 

„ვაშაძე ისეთ კრუნჩხვებში ვარდება, რომ შემდეგ ზღაპრებს ჰყვება, ქარის წისქვილებს ებრძვის და თავის ზღაპრებს ისე ჰყვება, რომ მისი პარტიაც არ იჯერებს და გამოღვიძებულს ეუბნებიან, შენი პარტია ჩამოიშალა და „ნაცმოძრაობაში“ დაბრუნდიო. „ნაცმოძრაობის“ ფორმალურმა თავმჯდომარემ, მევენახე ხაბეიშვილმა გადაწყვიტა, რომ ბევრი ღვინო დაწუროს, მაგრამ მას ფანტაზიებში გვარამიამ ჩაუსვარა, რადგან უთხრა, ღვინოზე რა განცხადებები გაქვს გაკეთებული, გაგახსენდესო“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner