logo_geo
eng_logo
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის განცხადება
- +

29 აგვისტო. 2023. 17:22

 

 

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მუხიანში, ნონეშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერში, საბავშვო ატრაქციონები არასწორად დამონტაჟდა, რაც საზოგადოების დეზინფორმაციას ისახავს მიზნად.

 

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა აღნიშნული საბავშვო ატრაქციონები უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით დაამონტაჟა. აღნიშნულ სასრიალოს აქვს „EN 1176“ სერტიფიკატი და სამიდან 12 წლამდე ბავშვებისთვისაა გათვლილი.

 

„EN 1176“მ რეგულაცია ევროკავშირის ქვეყნების მიერ აღიარებული სტანდარტია, სათამაშო მოედნებისა და სათამაშო აღჭურვილობისათვის. იგი განსაზღვრავს უსაფრთხოების ზოგად მოთხოვნებს და ტესტირების პროცედურებს სათამაშო მოედნების აღჭურვილობებისთვის.

 

მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, ნებისმიერი ინფორმაცია მერიის შესაბამის სამსახურთან გადაამოწმონ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner