თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე საერთაშორისო ორგანიზაციის Lions International-ის პრეზიდენტს პატი ჰილს და ამავე ორგანიზაციის საქართველოს კოორდინატორს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მომავალი თანამშრომლობის განვითარებისა და გაღრმავების კუთხით სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. ასევე შეთანხმდნენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზე.