logo_geo
eng_logo
ძლიერმა ნალექმა და ქარმა დედაქალაქს პრობლემები შეუქმნა - დატბორილია ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები, წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტროსადენები
- +

29 აგვისტო. 2023. 21:29

 


თბილისში მოსულმა ძლიერმა ნალექმა და ქარმა პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს.

მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დატბორილია ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები, წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტროსადენები.

„თბილისის მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი უწყება, შსს -ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, სრულად არის მობილიზებული და დაწყებულია პრობლემების აღმოფხვრა. ადგილზე იმყოფებიან თბილისის ყველა რაიონის გამგეობების წარმომადგენლები.

მოვუწოდებთ მოსახლეობას, თავი შეიკავონ ქუჩებში გადაადგილებისგან, ხოლო საჭიროების შემთხვევაში დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე : 2 72 22 22“, - აღნიშნულია განცხადებაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner