logo_geo
eng_logo
უკრაინის თავდაცვის მინისტრი: უკრაინის მომავალი როლია, იყოს ევროპის ფარი აღმოსავლეთში, უსაფრთხოების დონორი კონტინენტზე, განსაკუთრებით შავი ზღვის რეგიონში
- +

29 აგვისტო. 2023. 21:30

 

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის მომავალი როლია, იყოს ევროპის ფარი აღმოსავლეთში, უსაფრთხოების დონორი კონტინენტზე, განსაკუთრებით შავი ზღვის რეგიონში.

„მაშინ, როდესაც ჩვენი ჯარისკაცები იკავებენ ფრონტს და ოკუპანტებს დევნიან, ჩვენ უკრაინის სამომავლო არმიის შექმნის პროცესში ვართ, რომელიც სრულად გაითვალისწინებს ამ ომის გამოცდილებას და შთანთქავს საუკეთესოს, რასაც მსოფლიო ფლობს. ჩემი გაგებით, უსაფრთხოების გარანტია არ არის ქაღალდი. ეს არის გაწვრთნილი უკრაინელი ჯარისკაცი, შეძლებული და შეიარაღებული. ეს არის აღჭურვილობა და საბრძოლო მასალა არსენალებში, ეს არის საჭირო იარაღის საჭირო რაოდენობით წარმოების უნარი“, - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner