logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ვერეს ხეობაში ახალ გზაზე მოძრაობა შეიზღუდა - ეს არაა სიმართლე და ყველას ვთხოვ, ნუ გავავრცელებთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას
- +

29 აგვისტო. 2023. 22:39

 

ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს პრობლემები იყო ახალ გზაზე ვერეს ხეობაში და მოძრაობა შეიზღუდა. ეს არაა სიმართლე და თხოვნა მექნება, რომ ნუ გავავრცელებთ ცრუ, გადაუმოწმებელ ინფორმაციას, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

თბილისში უხვი ნალექი მოვიდა, რამაც ზოგიერთ რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა. მერიის ყველა შესაბამისი სამსახური გამოსულია და ახორციელებს შესაბამის სამუშაოებს. მოგვიანებით მექნება ბრიფინგი და უფრო დეტალურად მივაწვდი საზოგადოებას ინფორმაციას, თუ რა სამუშაოებს ატარებს მერია. ასევე მინდა გითხრათ, რომ ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს პრობლემები იყო ახალ გზაზე, ვერეს ხეობაში და მოძრაობა შეიზღუდა. ეს არაა სიმართლე და თხოვნა მექნება, რომ ნუ გავავრცელებთ ცრუ, გადაუმოწმებელ ინფორმაციას. მერიამ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, არსებობს ცხელი ხაზი და ყველას, ვისაც პრობლემები შეუქმნა ამინდმა, შეუძლია დაგვიკავშირდეს ცხელ ხაზზე 2 72 22 22. სამაშველო სამსახურიც მობილიზებულია, ყველანაირად გვეხმარებიან და ეტაპობრივად მოგაწვდით ინფორმაციას“, - აცხადებს თბილისის მერი.

თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისში მოსულმა ძლიერმა ნალექმა და ქარმა პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს - დატბორილია ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები, წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტროსადენები.

right_banner right_banner
არქივი
right_banner