აშშ-ის შეიარაღებული ძალების გავრცელებული ინფორმაციით, იემენში ამერიკის შეერთებულის შტატების საჰაერო ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად ექსტრემისტული დაჯგუფების „ალ-ქაიდა არაბეთის ნახევრკუნძულზე" 13 წევრის ლიკვიდირება მოხდა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ექსტრემისტული დაჯგუფების წევრების ლიკვიდირება სამი კონტრტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად მოხერხდა, რომელიც 24 აგვისტოდან 4 სექტემბრის პერიოდში მიმდინარეობდა.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაჯგუფება „ალ-ქაიდა არაბეთის ნახევარკუნძულზე" იემენის სამოქალაქო ომით გამოწვეული არეულობით სარგებლობასა და თავდასხმების ორგანიზებაში დაადანაშაულა.
პენტაგონში განმარტავენ, რომ აღნიშნული ორგანიზაცია ჯერ კიდევ დიდ საფრთხეს წარმოადგენს როგორც რეგიონისთვის, ისევე აშშ-ისა და სხვა სახელმწიფოებისთვის.