საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისში მოსული ძლიერი ნალექის გამო შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ შეტყობინება უწყებაში არ შესულა.
როგორც „იმედინიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუმარტეს, მეხანძრე-მაშველებიძირითადად ამოტუმბვით სამუშაოებს ძირითადად გლდანის რაიონში, მეტრო „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ახორციელებენ.
მათივე ინფორმაციით, თამარაშვილის ქუჩაზე ჩამოიშალა მიწის მასა, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. მომხდარის შესახებ ინფორმაცია თბილისის მერიის შესაბამის სამსახურს გადაეცა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისში მოსულმა ძლიერმა ნალექმა და ქარმა პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს - დატბორილია ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები, წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტროსადენები.