logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: დიდუბეში რამდენიმე მანქანა გამოვიყვანეთ მშრალ ადგილზე, რამდენიმე ქუჩაზე ხეები იყო წაქცეული და ეს მონაკვეთებიც უკვე გასუფთავებულია
- +

30 აგვისტო. 2023. 00:25

 

იყო პრობლემები გლდანის რაიონში, ასევე დიდუბეში, ერისთავის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დატბორილი იყო გზის მონაკვეთი და გადაადგილება შეუძლებელი იყო. რამდენიმე მანქანა იყო გაჩერებული, რომლებიც გამოვიყვანეთ მშრალ ადგილზე, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

ერთ-ერთი რთული მონაკვეთია მარჯვენა სანაპირო, კონკრეტულად კი თამარ მეფის პანდუსთან, სადაც არის დატბორილი გზის მონაკვეთი, თუმცა სანიაღვრე სისტემა მუშაობს, მაგრამ იმდენი ნალექი არის, რომ უბრალოდ ვერ აუდის. იყო პრობლემები გლდანის რაიონში, ასევე დიდუბეში, ერისთავის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დატბორილი იყო გზის მონაკვეთი და გადაადგილება შეუძლებელი იყო. რამდენიმე მანქანა იყო გაჩერებული, რომლებიც გამოვიყვანეთ მშრალ ადგილზე. სხვა მხრივ, რამდენიმე ქუჩასა და გამზირზე ხეები იყო წაქცეული, ეს მონაკვეთები უკვე გასუფთავებულია. მთელი ღამის განმავლობაში მერიის შესაბამისი სამსახურები გააგრძელებენ მუშაობას. მინდა მადლობა გადავუხადო შსს-ს, საპატრულო პოლიციას, სამაშველო ჯგუფებს, რომლებიც ახლაც გვეხმარებიან და ჩვენთან ერთად მუშაობენ“, - აცხადებს კალაძე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner