logo_geo
eng_logo
გაბონში სამხედრო გადატრიალება მოხდა
- +

30 აგვისტო. 2023. 10:53

 

 

აფრიკის სახელმწიფო გაბონში სამხედრო გადატრიალება მოხდა. პუტჩისტებმა პრეზიდენტ ალი ბონგოს ხელისუფლება დაამხეს. ამის შესახებ „Deutche Welle“ იუწყება.

 

სამხედროებმა ცოტა ხნის წინ ჩატარებული არჩევნები გაყალბებულად და გაუქმებულად გამოაცხადეს. სამხედროებმა ყველა სახელმწიფო სტრუქტურა დაშლილად გამოაცხადეს და ქვეყნის საზღვრები ჩაკეტეს.

 

გაბონის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ალი ბონგომ საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 64,27% მიიღო. ბონგოს ოჯახი ნავთობით მდიდარ გაბონს უკვე 56 წელია მართავს. გაბონში პირველად ერთდროულად ჩატარდა საპრეზიდენტო, საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner