ავთანდილ თალაკვაძემ, მუნიციპალიტეტის მერიის სხდომაზე ახალი პროექტებისა და ინიციატივების შესახებ ისაუბრა, რომლებიც ოზურგეთის განახლებას ეხება.
„ვიწყებთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს - ი. შემოქმედელის ქუჩიდან - სოფ. მელექედურის ცენტრამდე დამაკავშირებელ გზას კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება - ახალ გზას „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის“ მხარდაჭერით გავაკეთებთ და ამისთვის 1 066 916.98 ლარი დაიხარჯება“, - აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.
ოზურგეთის მერმა, შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაციაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ამ მიმართულებით უკვე მომზადდა საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტები.
„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე რაც მინდა გაგიზიაროთ - მოვამზადეთ საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტები: სოფელ დვაბზუ - ნასაკირალის დამაკავშირებელი შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაციაზე, 4776 მ მონაკვეთზე, რომლის ღირებულებაც 2 305 440 ლარს შეადგენს; სოფელ ბაილეთში სკოლის მიმდებარედ შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაციაზე 665 მ სიგრძის მონაკვეთისთვის 403 760 ლარი დაიხარჯება; სოფელ ბაილეთის ცენტრიდან ჭანიეთურის საზღვრამდე შიდა სასოფლო გზებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, რისთვისაც 3324 მონაკვეთისთვის 4 1 416 670 ლარი დაიხარჯება. აღნიშნული პროექტები საკრებულოს შესაბამისი განკარგულების მისაღებად უკვე წარედგინა, ჩვენ კი ვმუშაობთ დამატებითი თანხების მობილიზებისათვის, რათა გონივრულ ვადაში მოვახერხოთ პროექტების განხორციელება“, - აღნიშნავს ოზურგეთის მერი.