logo_geo
eng_logo
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დღეს მერიის სხდომა გაიმართა
- +

30 აგვისტო. 2023. 12:11

 

 

ავთანდილ თალაკვაძემ, მუნიციპალიტეტის მერიის სხდომაზე ახალი პროექტებისა და ინიციატივების შესახებ ისაუბრა, რომლებიც ოზურგეთის განახლებას ეხება.

 

„ვიწყებთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს - ი. შემოქმედელის ქუჩიდან - სოფ. მელექედურის ცენტრამდე დამაკავშირებელ გზას კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება - ახალ გზას „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის“ მხარდაჭერით გავაკეთებთ და ამისთვის 1 066 916.98 ლარი დაიხარჯება“, - აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.

 

ოზურგეთის მერმა, შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაციაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ამ მიმართულებით უკვე მომზადდა საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტები.

 

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე რაც მინდა გაგიზიაროთ - მოვამზადეთ საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტები:  სოფელ დვაბზუ - ნასაკირალის დამაკავშირებელი შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაციაზე, 4776 მ მონაკვეთზე, რომლის ღირებულებაც 2 305 440 ლარს შეადგენს; სოფელ ბაილეთში სკოლის მიმდებარედ შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაციაზე 665 მ სიგრძის მონაკვეთისთვის 403 760 ლარი დაიხარჯება; სოფელ ბაილეთის ცენტრიდან ჭანიეთურის საზღვრამდე შიდა სასოფლო გზებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, რისთვისაც 3324 მონაკვეთისთვის 4 1 416 670 ლარი დაიხარჯება. აღნიშნული პროექტები საკრებულოს შესაბამისი განკარგულების მისაღებად უკვე წარედგინა, ჩვენ კი ვმუშაობთ დამატებითი თანხების მობილიზებისათვის, რათა გონივრულ ვადაში მოვახერხოთ პროექტების განხორციელება“, - აღნიშნავს ოზურგეთის მერი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner