ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ოქროსმედალოსანი და 100%-იანი გრანტის მფლობელი ახალგაზრდები დაჯილდოვდებიან - ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, მერიის სხდომაზე განაცხადა.
„მსურს, კიდევ ერთხელ მივულოცო ყველა სტუდენტს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება. ჩვენ ვაგრძელებთ განათლების სტიმულირების პროექტებს და 7 სექტემბერს, წვერმაღალას პარკში ველოდებით ოქროს მედალოსან და ეროვნული გამოცდების შედეგად 100% გრანტის მფლობელ ახალგაზრდებსა და მათ პედაგოგებს, დაჯილდოების ცერემონიაზე. ოქროსმედალოსანი 88 ახალგაზრდა დაჯილდოვდება 300 ლარით; ხოლო 100 % გრანტის მფლობელი ახალგაზრდები - 3000 ლარით, აღმზრდელ სკოლებს გადაეცემათ 1500-1500 ლარი“, - განაცხადა მერმა.