logo_geo
eng_logo
„საქართველოს რკინიგზის“ დელეგაცია შვეიცარიაში „შტადლერის“ ოფიციალურ წარმომადგენლობას შეხვდა
- +

30 აგვისტო. 2023. 16:27

 

 

„საქართველოს რკინიგზის“ დელეგაცია შვეიცარიაში, ქალაქ ციურიხში „შტადლერის“  ოფიციალურ წარმომადგენლობას შეხვდა.

 

მხარეების მიერ ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც „შტადლერის“ სრული პასუხისმგებლობის ქვეშ, „საქართველოს რკინიგზის“ კუთვნილი  „შტადლერის“ წარმოების  4 მატარებლის კაპიტალურ რემონტსა და 3-წლიან უწყვეტ გეგმიურ შეკეთებას უზრუნველყოფს. ქართულმა და შვეიცარულმა მხარემ მომავალში აქტიური თანამშრომლობის შესახებ მზაობა გამოთქვეს.

 

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა „შტადლერის“ ქარხანა  დაათვალიერეს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner