„საქართველოს რკინიგზის“ დელეგაცია შვეიცარიაში, ქალაქ ციურიხში „შტადლერის“ ოფიციალურ წარმომადგენლობას შეხვდა.
მხარეების მიერ ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც „შტადლერის“ სრული პასუხისმგებლობის ქვეშ, „საქართველოს რკინიგზის“ კუთვნილი „შტადლერის“ წარმოების 4 მატარებლის კაპიტალურ რემონტსა და 3-წლიან უწყვეტ გეგმიურ შეკეთებას უზრუნველყოფს. ქართულმა და შვეიცარულმა მხარემ მომავალში აქტიური თანამშრომლობის შესახებ მზაობა გამოთქვეს.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა „შტადლერის“ ქარხანა დაათვალიერეს.