logo_geo
eng_logo
ჯონათან ჯანოგლი: ირაკლი ღარიბაშვილს შევხვდით იმისთვის, რომ მხარდაჭერა გამოგვეხატა საქართველოს ევროატლანტიკური ამბიციების, ტერიტორიული მთლიანობისა და გაერთიანებულ სამეფოსთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის იდეისადმი
- +

30 აგვისტო. 2023. 18:36

 

 

გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში საქართველოს საკითხებზე მომუშავე ინტერპარტიული საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარე ჯონათან ჯანოგლი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

 

როგორც ჯონათან ჯანოგლი აღნიშნავს, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე საქართველოს ევრო-ატლანტიკური ამბიციების, ტერიტორიული მთლიანობისა და გაერთიანებულ სამეფოსთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის იდეისადმი მხარდაჭერა გამოხატეს.

 

„საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს შევხვდით იმისთვის, რომ მხარდაჭერა გამოგვეხატა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ამბიციების, ტერიტორიული მთლიანობისა და გაერთიანებულ სამეფოსთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის იდეისადმი“, - აღნიშნავს ჯონათან ჯანოგლი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner