logo_geo
eng_logo
გერმანიის მთავრობამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა
- +

30 აგვისტო. 2023. 18:38

 

 

გერმანიის კოალიციურმა მთავრობამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტმა მიიღო, შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის შემცირებას და მათი განაცხადების დაჩქარებული წესით გადახედვას ემსახურება.

 

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის, ნენსი ფეზერის თქმით, საქართველოსა და მოლდოვაში მოსახლეობა პოლიტიკური დევნის რისკის ქვეშ არ არის. უწყების მონაცემებით, 2022 წელს და 2023 წლის პირველ ნახევარში ამ ორი ქვეყნიდან თავშესაფრის ძიების თაობაზე შეტანილი განაცხადების 99.9% უარყოფილი იყო.

 

უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეტანასთან ერთად ნენსი ფეზერმა საქართველოსთან და მოლდოვასთან მიგრაციის შეთანხმებების გაფორმებაც დააანონსა. მინისტრის თქმით, ეს ქართველ და მოლდოველ ხალხს გერმანიაში კვალიფიკაციის ამაღლებისა თუ მუშაობის შესაძლებლობას მისცემს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner