logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: ზურაბიშვილს ქართველმა ხალხმა ნდობა გამოუცხადა, ხოლო ის ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს კი არა, სხვების დღის წესრიგით მოქმედებს
- +

30 აგვისტო. 2023. 20:13

 


სამწუხაროდ, პრეზიდენტისგან საერთოდ აღარ გვიკვირს ქვეყნის, სახელმწიფოს, ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას აცდენილი განცხადებები და ვიზიტები. ერთი წელი დარჩა და იმედი გვაქვს, მისი ვიზიტები არ დააზიანებს საქართველოს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა, მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ჩვენი პრეზიდენტი დიდი ხანია, სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებს, ამიტომ იმედია, ვადის ამოწურვამდე არ შელახავს საქართველოს იმიჯს სხვა ქვეყნების თვალში.

სამწუხაროდ, პრეზიდენტისგან საერთოდ აღარ გვიკვირს ქვეყნის, სახელმწიფოს, ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას აცდენილი განცხადებები და ვიზიტები. არა უშავს, ერთი წელი დარჩა და იმედი გვაქვს, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში, მისი ვიზიტები არაფერს დააზიანებს საქართველოსთან მიმართებაში.

ეს არის პირდაპირი გზავნილი იმისა, რომ მას ქართველმა ხალხმა ნდობა გამოუცხადა, ხოლო ის ქართველი ხალხის, სახელმწიფოს დღის წესრიგით კი არა (მათ შორის, ვიზიტების ფარგლებში), არამედ სხვების დღის წესრიგით მოქმედებს. ეს, რა თქმა უნდა, არასწორი და მიუღებელია, მაგრამ იმედი გვაქვს, ერთ წელიწადში ეს დარეგულირდება“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner