logo_geo
eng_logo
ლევან იზორია: უსაფრთხო ქვეყნად აღიარება არის წინაპირობა, რომ ახლო მომავალში საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ ლეგალური დასაქმების პირობები გერმანიაში
- +

30 აგვისტო. 2023. 21:37

 

 

გერმანიაში საქართველოს ელჩი ლევან იზორია „ქრონიკასთან“ იმ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმად გერმანიის კოალიციურმა მთავრობამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა.

ეს არის მნიშვნელოვანი პროგრესი ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ამ გადაწყვეტილების შემდეგ ბუნდესტაგში და შემდეგ კი ბუნდესრატში მოხდება მისი განხილვა. დიდი ალბათობით, დადებითი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება. ეს არის აღიარება და შედეგი იმისა, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები არის დაცული, საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი პროგრესი. არის აღიარება იმ მნიშვნელოვანი წარმატებებისა, რომელსაც ორმხრივი ურთიერთობის ფარგლებში ვაღწევთ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან. ეს არის ასევე წინაპირობა იმისთვის, რომ ახლო მომავალში საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ ლეგალური დასაქმების პირობები გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. როგორც კი იქნება კანონპროექტი მიღებული, გაფორმდება მიგრაციის შესახებ შეთანხმება, სადაც მოხდება ცალკეული სფეროების იდენტიფიცირება და ამ სფეროებში იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის უზრუნველყოფილი დასაქმების ლეგალური ბაზა“, - განაცხადა ელჩმა.

გერმანიის კოალიციურმა მთავრობამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტმა მიიღო, შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის შემცირებას და მათი განაცხადების დაჩქარებული წესით გადახედვას ემსახურება.

right_banner right_banner
არქივი
right_banner