„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მერაბ ქვარაია ზუგდიდში მოსახლეობას შეხვდა. კანდიდატმა შეხვედრის მონაწილეებთან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და ის პროექტები განიხილა, რომელზეც მუშაობას პარლამენტში გეგმავს.
„მიხარია, რომ ჩვენ გვყავს საკმაოდ აქტიური მოქალაქეები, ადამიანები, რომლებიც სვამენ კვალიფიციურ კითხვებს და აქვთ საინტერესო ხედვა ქალაქის განვითარების კუთხით. დღეს სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ვისაუბრეთ ეკონომიკური განვითარების გეგმებზე, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის გზებზე. რაც მთავარია, მე ვხედავ მოტივირებულ ადამიანებს და ვხედავ, რომ 8 ოქტომბერს ზუგდიდი აუცილებლად გააკეთებს ღირსეულ არჩევანს და ჩვენ, ყველა ერთად, ვიზეიმებთ „ქართული ოცნების" გამარჯვებას", - განაცხადა მერაბ ქვარაიამ შეხვედრების დასრულების შემდეგ.