logo_geo
eng_logo
უკრაინის საგარეო უწყების სპიკერი: არ ვიცით, როგორ არის უნგრეთში, მაგრამ უკრაინა არ ვაჭრობს არც თავისი ტერიტორიებით და არც სუვერენიტეტით
- +

30 აგვისტო. 2023. 21:40

 

არ ვიცით, როგორ არის უნგრეთში, მაგრამ უკრაინა არ ვაჭრობს არც თავისი ტერიტორიებით და არც სუვერენიტეტით, - განაცხადა უკრაინის საგარეო უწყების სპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ ვიქტორ ორბანის განცხადების საპასუხოდ, რომ ყირიმის უკრაინისთვის დაბრუნება არარეალისტურია.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ დასავლეთმა უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტთან უნდა დადოს შეთანხმება, რომელმაც არ უნდა გაითვალისწინოს არც ყირიმის დაბრუნება, არც ნატო-ში უკრაინის წევრობა. ის ასევე დარწმუნებულია, რომ მშვიდობისთვის საუკეთესო შანსია უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის შეწყვეტა. [...] ჩვენ არ ვიცით, როგორ არის უნგრეთში, მაგრამ უკრაინა არ ვაჭრობს არც თავის ტერიტორიებით და არც სუვერენიტეტით. და მსოფლიო არ ვაჭრობს“, - აღნიშნა ოლეგ ნიკოლენკომ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner