logo_geo
eng_logo
ბორელი: უნდა შენარჩუნდეს ძალისხმევა უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად, მაგრამ ეს სამართლიანი მშვიდობა უნდა იყოს
- +

31 აგვისტო. 2023. 00:19

 

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უნდა შენარჩუნდეს ძალისხმევა უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად, მაგრამ ეს სამართლიანი მშვიდობა უნდა იყოს.

ჟოზეფ ბორელის თქმით, ძნელი დასაჯერებელია, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები შეიძლება წარიმართოს ახლა, უკრაინის ქალაქებზე რუსეთის დაუნდობელი თავდასხმების გათვალისწინებით.

„ჩვენ უნდა მოვემზადოთ, უნდა ვიმუშაოთ მშვიდობის მოსაძიებლად, მაგრამ ეს მშვიდობა უნდა იყოს სამართლიანი მშვიდობა, იმის აღიარებით, რომ არსებობს აგრესორი და აგრესიის მსხვერპლი. აგრესორმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები, უკრაინამ უნდა აღადგინოს თავისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა და აგრესორმა უნდა გადაიხადოს საფასური აგრესიის შედეგებისთვის“, - დასძინა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner