logo_geo
eng_logo
ნატოს გენერალური მდივანი კონტრშეტევაზე: უკრაინელებს უნდა ვენდოთ
- +

31 აგვისტო. 2023. 01:26

 

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინელები თანდათან წინ მიიწევენ კონტრშეტევის ფარგლებში და მოკავშირეები უნდა ენდობოდნენ იმას, თუ როგორ აწარმოებენ უკრაინელები საბრძოლო მოქმედებებს.

„მათ შეუძლიათ რუსები აიძულონ, უკან დაიხიონ, შეუძლიათ გადალახონ ზოგიერთი კარგად დაცული ტერიტორია, კერძოდ, დანაღმული ველები. ამიტომ ახლა უფრო მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა, ვინაიდან ყველამ იცის, რომ ეს რთული ბრძოლაა. მათ აქვთ მიღწევები, ისინი ძალას იძენენ“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატოს მოკავშირეები უპრეცედენტო დონის სამხედრო მხარდაჭერას უწევენ უკრაინას, მაგრამ მთავარი გადაწყვეტილებები უკრაინელების მისაღებია.

„საბოლოოდ, რთული და მკაცრი გადაწყვეტილებები დამოკიდებულია უკრაინელებზე, ბრძოლის ველზე სარდლობაზე. რასაც ვხედავთ არის ის, რომ უკრაინელებმა კვლავ გადააჭარბეს მოლოდინს. ჩვენ უნდა ვენდოთ მათ. ჩვენ ვურჩევთ, ვეხმარებით, მხარს ვუჭერთ, მაგრამ ეს გადაწყვეტილებები უკრაინელებმა უნდა მიიღონ“, - დასძინა მან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner