logo_geo
eng_logo
თბილისის მერია: „Imagine Dragons“-ის კონცერტზე დამსწრეთათვის ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმუშავებენ
- +

31 აგვისტო. 2023. 10:02

 

 

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დღეს ჯგუფ „Imagine Dragons“-ის კონცერტი გაიმართება.

 

თბილისის მერიის ინფორმაციით, კონცერტზე დამსწრე პირებისთვის მუნიციპალური ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმუშავებენ.

 

„კერძოდ, N307, N334, N345, N358 და N359 ავტობუსები მოქალაქეებს 02:00 საათამდე მოემსახურებიან“, - აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner