დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით იოსებაშვილი და თავმჯდომარის მოადგილე თომა დეკანოიძე, ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიებზე, ხანძრის პრევენციის მიზნით რეინჯერებით დაკომპლექტებული მონიტორინგის ჯგუფების მუშაობას ადგილზე გაეცნენ. რეინჯერები პატრულირებენ იმ ტერიტორიებზე, სადაც მნიშვნელოვანია დაუყოვნებელი რეაგირება ხანძრის გავრცელების პრევენციისთვის.
აღსანიშნავია, რომ გარდა 24-საათიანი მკაცრი მონიტორინგისა, რეინჯერები ვიზიტორებს ცხელ პერიოდში მოგზაურობის დროს გასათვალისწინებელ რეკომენდაციებს და ბუნებაში ქცევის წესებს აცნობენ.
დაცული ტერიტორიების სააგენტო, ხანძრების პრევენციის მიზნით, ახორციელებს სხვადასხვა ტერიტორიის აღჭურვას ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარით; რეინჯერები გადამზადებული არიან ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ნორმების ტრენინგებით.