თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა იმედა კევლიშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
როგორც კევლიშვილი განმარტავს, პარტიის დატოვება რამდენიმე ფაქტორის გამო გადაწყვიტა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ შეკრებებში უკვე რამდენიმე თვეა მონაწილეობა არ მიუღია, ხოლო პარტიის თავმჯდომარე ისე აირჩიეს, ამის შესახებ არ იცოდა. კევლიშვილის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ განსხვავებული აზრი მიუღებლად ითვლება, მაგალითად, გიორგი ვაშაძის მოყვანა პარტიის წევრებისთვის არავის უკითხავს.
„დღეს მივიღე ჩემთვის ძალიან მტკივნეული გადაწყვეტილება. დავტოვო „ნაციონალური მოძრაობა“.
იმიტომ ვტოვებ, რომ ნაცმოძრაობამ მოაწყო ბოიკოტი, 6 თვეა არც ერთ შეკრებაზე არ დაუძახივარ. თავმჯდომარე ისე აირჩიეს, მე არ ვიცოდი. პარტიაში განსხვავებული აზრი ითვლება მიუღებლად. ვაშაძე მოიყვანეს და ვის ჰკითხეს“, - წერს იმედა კევლიშვილი Facebook-ზე.