logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: გუშინ საღამოს, უკრაინაში სამობილიზაციო ღონისძიებების ფარგლებში, პოლიციელის მიერ ზურგში სროლის გზით, ლიკვიდირებულ იქნა ჯუმბერ სილოგავა მეუღლისა და ორი მცირეწლოვანი ვაჟის თვალწინ
- +

31 აგვისტო. 2023. 11:17

 

 

„მეორე დღეა უკრაინის სოციალურ ქსელებში მიდის „გმირი“ პოლიციელის ქება-დიდების კამპანია და მისი დაჯილდოებისკენ მოწოდებები“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს.

 

მისი თქმით, უკრაინის ქალაქ დნეპრში პოლიციამ სამობილიზაციო ღონისძიებების ფარგლებში გააჩერა ჯუმბერ სილოგავა, რომელიც ზურგში გასროლით მოკლა ერთ-ერთმა პოლიციელმა, სილაგავას მეუღლისა და ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ახლა კი უკრაინულ სოციალურ ქსელებში მიმდინარეობს კამპანია, თითქოს სილოგავამ პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია, „გმირი“ პოლიციელი კი უნდა დაჯილდოვდეს.

 

„მაინც, რომ ვიცოდეთ. გუშინ საღამოს, უკრაინის ქალაქ დნეპრში, ნაგოიანის გამზირზე, სამობილიზაციო ღონისძიებების ფარგლებში, პოლიციის პატრულის მიერ გაჩერებულ იქნა „იაგუარის“ მარკის ავტომანქანა, რომლის მფლობელი იყო ქ. პეტრიკოვკის მცხოვრები ჯუმბერ სილოგავა. აღსანიშნავია, რომ საჭესთან იყო მისი უკრაინელი მეუღლე. ჯუმბერ სილოგავასთან შელაპარაკების შედეგად, პოლიციელის მიერ ზურგში ცეცხლსასროლი იარაღით გასროლის გზით, ის ადგილზევე იქნა ლიკვიდირებული, მეუღლისა და ორი მცირეწლოვანი ვაჟის თვალწინ.

 

ამის შემდეგ, ბუტა რობაქიძის „სპეცოპერაციის“ საუკეთესო ტრადიციებში, ადგილზე იქნა გათამაშებული სპექტაკლი, თითქოს მანქანას მართავდა თავად სილაგავა, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში იყო და აგრესიით გამოირჩეოდა პოლიციელის მიმართ, რომელმაც თავდაცვის მიზნით მოახდინა (მართალია, ზურგში გასროლით) ჯუმბერ სილოგავას ლიკვიდირება. მეორე დღეა უკრაინის სოციალურ ქსელებში მიდის „გმირი“ პოლიციელის ქება-დიდების კამპანია და მისი დაჯილდოებისკენ მოწოდებები“,  - წერს ქართველიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner