logo_geo
eng_logo
დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-15 კილომეტრზე მიმდინარე სამუშაოების გამო, მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- +

31 აგვისტო. 2023. 12:06

 

 

საბურთალოს რაიონში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-15 კილომეტრზე, მაღალაძეების ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე საფეხმავლო ხიდის მოწყობა გრძელდება.

 

აღნიშნული სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 1, 3, 4 და 21 სექტემბერს, 05:00-დან 08:00 საათამდე, „თბილისი მოლიდან“ თბილისის შემოვლითი გზისა და თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში საავტომობილო  მოძრაობა შეიზღუდება.

 

შეზღუდვის პერიოდში, მძღოლები გადაადგილებას შეძლებენ აღმაშენებლის ხეივნიდან სხვიტორის ქუჩის,  გმირ ქართველ არტილერისტთა სახელობის ხიდის (ე.წ. ზაჰესის), ავჭალის ქუჩისა და თბილისის შემოვლითი გზის გამოყენებით.

 

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner