logo_geo
eng_logo
31 აგვისტო ქართველი მშვიდობისმყოფელის დღეა
- +

31 აგვისტო. 2023. 12:39

 

 

დღეს ქართველი მშვიდობისმყოფელის დღეა. ვაზიანში, მე-4 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის ბრძოლებში დაღუპული სამხედროები გაიხსენეს. სამხედროებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საერთაშორისო მისიებში დაღუპულების ხსოვნას და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

 

მე-4 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე საერთაშორისო მისიებში დაღუპული მშვიდობისმყოფელების ხსოვნის პატივსაცემად 5-კილომეტრიანი გარბენიც მოეწყო. სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობა „Agile Spirit  2023“-ში მონაწილე ქართველმა და უცხოელმა სამხედროებმა მიიღეს. ფინიშის ხაზის გადამკვეთ პირველ ხუთ სამხედროს სერტიფიკატები და კოინები გადაეცა. სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის სპორტული შეჯიბრებებიც ჩატარდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner