ავტორი სოფო ხუგოიანი
უნდა განისაზღვროს თუ არა კონსტიტუციით, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა?! ამ კითხვით"რეპორტიორმა" ქუჩაში გამვლელებს მიმართა. მოქალაქე გიორგი ლუხავას თქმით, არ არის აუცილებელი მითითება, რომ ოჯახი კაცისა და ქალის ქორწინებაა.
„ვფიქრობ, არ არის აუცილებელი მითითება, რომ ოჯახი კაცისა და ქალის ქორწინებაა. თუ ორ ზრდასრულ ადამიანს ერთმანეთ უყვარს, რას გააკეთებენ ჩვენი საქმე ნამდვილად არ არის. სიყვარული ყველასთვის ერთნაირია", - ამბობს ლუხავა.