ბათუმის ბულვარის კოლონადას სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო პროცესი გრძელდება. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების უმეტესი ნაწილი დასრულებულია. ძეგლის კიბეები მოპირკეთდა იდენტური ფრაქციის მქონე მოზაიკური საფარით, დასრულების ეტაპზეა მთლიანი კოლონადის დეკორატიული ელემენტების პირვანდელი სახით აღდგენა. უახლოეს დღეებში სვეტებზე დამონტაჟდება ახალი განათების სისტემა და ჩაუტარდება სამღებრო სამუშაოები. აღსანიშნავია, რომ ბულვარის მთავარ ღირსშესანიშნაობას პირველად უტარდება მსგავსი სრულმასშტაბიანი სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რაც გულისხმობს ძეგლის პირვანდელი ისტორიული იერსახით აღდგენას.
ძეგლზე რესტავრაცია-რეაბილიტაცია კულტურული მემკვიდრეობის კანონის შესაბამისად მიმდინარეობს, სპეციალისტებისა და რესტავრატორების ერთობლივი ჩართულობით.