logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილი და ლევან ქარუმიძე სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებიან
- +

31 აგვისტო. 2023. 20:30

 

 

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ქარუმიძე სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში, ბელგიაში იმყოფებიან. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

დღეს შეხვედრა გაიმართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის კაბინეტის უფროს მრჩეველთან საგარეო პოლიტიკის საკითხებში, საიმონ მორდუსთან.

მხარეებმა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებზე, ევროკომისიის მხრიდან საქართველოს მიერ განხორციელებული ნაბიჯების შესახებ მოსალოდნელ შეფასებასა და მოლოდინებზე ისაუბრეს.

პარლამენტის წევრებმა ევროკავშირის წარმომადგენელს საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროგრესთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

შეხვედრა ასევე გაიმართა ევროკავშირის საბჭოს მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის, ბელგიის მუდმივ წარმომადგენელთან ევროკავშირში, ელჩ ვილემ ვან დე ვორდესთან, სადაც საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებს და ევროინტეგრაციის პროცესში ბელგიის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის შეხვედრები ევროკავშირის ინსტიტუტების მაღალი რანგის პირებთან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner