logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: პრეზიდენტი არ ატარებს იმ პოლიტიკას, რაც მას კონსტიტუციით აქვს განსაზღვრული
- +

31 აგვისტო. 2023. 20:32

 

პრეზიდენტი არ ატარებს იმ პოლიტიკას, რაც მას კონსტიტუციით აქვს განსაზღვრული, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტს ჰგონია, რომ მან დამოუკიდებლად უნდა მოიფიქროს რაღაც ვიზიტები.

პრეზიდენტს ჰგონია, რომ მან დამოუკიდებლად უნდა მოიფიქროს რაღაც ვიზიტები და შემდეგ მთავრობა, როგორც სამეურნეო მექანიზმი, უნდა დაეწიოს და უზრუნველყოს მისი ასე ვთქვათ, ეს ვოიაჟები. პრეზიდენტი არ ატარებს კონსტიტუციით მისთვის უფლებამოსილებით მინიჭებულ უფლებებს. პრეზიდენტი არ ატარებს იმ პოლიტიკას, რაც მას კონსტიტუციით აქვს განსაზღვრული“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner