logo_geo
eng_logo
EU Observer: სოფლის მეურნეობის საკითხებში ევროკომისარმა მხარი დაუჭირა 2023 წლის ბოლომდე უკრაინული მარცვლეულის იმპორტის დროებითი აკრძალვის გახანგრძლივებას
- +

31 აგვისტო. 2023. 23:10

 

 

სოფლის მეურნეობის საკითხებში ევროკომისარმა, იანუშ ვოიცეხოვსკიმ მხარი დაუჭირა 2023 წლის ბოლომდე უკრაინული მარცვლეულის იმპორტის დროებითი აკრძალვის გახანგრძლივებას და უკრაინული მარცვლეულის ექსპორტიორებისთვის სუბსიდირების უზრუნველყოფის შეთავაზებით გამოვიდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა EU Observer-ი ავრცელებს.

უკრაინული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვას, რომელიც ამჟამად ძალაშია პოლონეთში, ბულგარეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში, ვადა 15 სექტემბერს ეწურება.

ევროკომისარმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა განიხილოს უკრაინული მარცვლეულის ტრანზიტის ღირებულების სუბსიდირება საზღვაო პორტებში, როგორიცაა ბალტიისპირეთი.

„ეს არ არის კომისიის წინადადება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ასე იქნება“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ ბაზრების ხელახლა გახსნა გამოიწვევს უზარმაზარ კრიზისს.

პოლონეთი, ბულგარეთი, უნგრეთი, რუმინეთი და სლოვაკეთი მხარს უჭერენწლის ბოლომდე უკრაინული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვის გახანგრძლივებას.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს ქვეყნებში [უკრაინული მარცვლეულის] იმპორტის აკრძალვას წლის ბოლომდე. მინდა ვთქვა, რომ თუ ეს ვერ მოხერხდება, ზოგიერთი ქვეყანა შემოიღებს საკუთარ შეზღუდვებს. ჩვენი განცხადება მკაფიოა“, -აღნიშნა პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner