„ნაციონალურ მოძრაობას“ ჯერჯერობით აქვს 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა, მაგრამ ის, რომ დემოკრატიული პროცესით, ანუ არჩევნების გზით დაბრუნდეს ხელისუფლებაში, ასეთი მოცემულობა უკვე ფაქტობრივად გამქრალია“, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„ეს ესმით თვითონაც და ამიტომაა, რომ მათი დღის წესრიგი უფრო და უფრო რადიკალური ხდება, რათა ერთადერთი გზა მათ მიაჩნიათ ხელისუფლებაში დაბრუნების არის ქაოსი, რევოლუცია, არეულობა და აქედან გამომდინარე ვხედავთ, რომ მათი პოლიტიკური დღის წესრიგი პირველ რიგში პარტიის შიგნით რეალიზდება“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.