logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: პრეზიდენტი ჩართულია „ნაცმოძრაობის“ სტრატეგიის რეალიზაციაში, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, ამას მოჰყვეს საზოგადოების გარკვეული ნაწილის მღელვარება და ხელისუფლების ძალისმიერი შეცვლა
- +

1 სექტემბერი. 2023. 10:20

 

 

პრეზიდენტის მხრიდან ეს არ არის მხოლოდ კონსტიტუციის კონკრეტულ მუხლთან დაპირისპირება. გარდა იმისა, რომ ეს სერიოზული გადაცდომაა, თავად საკითხის შინაარსია დამაზიანებელი და მავნებლური, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

 

ეს შინაარსი აისახება „ნაცმოძრაობის“ სტრატეგიაში, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს და ამას მოჰყვეს საზოგადოების გარკვეული ნაწილის მღელვარების ორგანიზება, დესტაბილიზაცია და ხელისუფლების ძალისმიერი შეცვლა. ამ თამაშშია და ამ სტრატეგიის რეალიზაციაშია ჩართული პრეზიდენტი“, - განაცხადა ვოლსკიმ.

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოს გერმანიაში გაემგზავრება.როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სალომე ზურაბიშვილი, ბერლინში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან გამართავს შეხვედრას.

 

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა გამოეხმაურა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner