logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: როდესაც პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ ფორმალურად ასრულებს ევროკავშირის მოთხოვნებს და არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ეს არის პირდაპირი ლობირება კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ
- +

1 სექტემბერი. 2023. 11:20

 

 

როდესაც პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ ფორმალურად ასრულებს ევროკავშირის მოთხოვნებს, არ აკეთებს არაფერს, არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ეს არის პირდაპირი ლობირება კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს პარტიის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

 

ძალიან კარგად იცით, რომ პრეზიდენტი, ისევე როგორც რადიკალური ოპოზიცია, პირდაპირ ლობირებს კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. როდესაც პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ ფორმალურად ასრულებს ევროკავშირის მოთხოვნებს, არ აკეთებს არაფერს, არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ეს არის პირდაპირი ლობირება კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. ამით ის უპირისპირდება კანდიდატის სტატუსის მიღების ინტერესს. რა ინტერესი ჰქონდა შარშან ოპოზიციას, როდესაც ის კანდიდატის სტატუსის არ მიღებას უკავშირებდა რევოლუციურ პროცესებს. შარშან ეს იმედი ჰქონდათ, რომ კანდიდატის სტატუსის არ მიღების შემთხვევაში მოახდენდნენ რევოლუციას, რაც ჩაეშალათ. წელს ეს იმედი ნაკლებად აქვთ, თუმცა რაღაც ხავსს ეჭიდებიან. მათ აქვთ კოორდინაცია, მათ ჰყავთ საერთო პატრონი. 2021 წლიდან ის აქტიურ ქმედებებზე გადავიდა და საზოგადოებამაც ეს დაინახა“, - აცხადებს კობახიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner