logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში, საჭიროა საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა. საკონსტიტუციო სასამართლო უკვე ოფიციალურად დაადასტურებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის უხეშ დარღვევას
- +

1 სექტემბერი. 2023. 11:24

 

 

იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში, საჭიროა საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა. საკონსტიტუციო სასამართლო უკვე ოფიციალურად დაადასტურებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის უხეშ დარღვევას“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

 

მან იმპიჩმენტის პროცედურები კიდევ ერთხელ განმარტა და აღნიშნა, რომ პარლამენტში კენჭისყრაზე კიდევ ერთხელ გაშიშვლდება სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის კოორდინაცია.

 

საკონსტიტუციო სასამართლოში შევა წარდგინება. საკონსტიტუციო სასამართლოს დასჭირდება მსჯელობა. დასკვნის დადება, მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივად საქმე არის ცხადი და მკაფიო, შავით თეთრზე წერია ყველაფერი კონსტიტუციაში, რა თქმა უნდა, იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში საჭიროა საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა, საკონსტიტუციო სასამართლო უკვე ოფიციალურად დაადასტურებს ბუნებრივია, საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის უხეშ დარღვევას, რაც უკვე არის ძალიან მნიშვნელოვანი.

 

რაც შეეხება თავად კენჭისყრას, კენჭისყრაზე კიდევ ერთხელ გაშიშვლდება კოორდინაცია, რომელიც არსებობს სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის. სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს კოორდინაცია მიმართულია ჩვენი ეროვნული სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner