logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: მესიჯი - ხელისუფლება არ იმსახურებს და ხალხი იმსახურებს, გაყიდვადი არ არის. თუ ხელისუფლება არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ეს სტატუსი რატომ უნდა მოგვენიჭოს?! არ მოგვენიჭება. სწორედ ამას ამბობს სალომე ზურაბიშვილი
- +

1 სექტემბერი. 2023. 11:56

 

 

საქართველოს მთავრობას აქვს სახელმწიფოს გაძლიერების მიზანი, მათ შორის, საქართველოს საგარეო პოზიციების გაძლიერების მიზანი და ჩვენ ვხედავთ, რომ სალომე ზურაბიშვილი მოქმედებს ამის საპირისპირო ინტერესებით“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მედიას პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება გააცნო.

 

საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი უპირისპირდება საგარეო პოლიტიკურ ამოცანებს, რომელიც საქართველოს მთავრობას აქვს დასახული. ასეთ დროს ნებისმიერი უარი არის ძალიან მარტივად ახსნადი. ძალიან მარტივია აქ ყველაფერი. საქართველოს მთავრობას აქვს სახელმწიფოს გაძლიერების მიზანი, მათ შორის, საქართველოს საგარეო პოზიციების გაძლიერების მიზანი და ჩვენ ვხედავთ, რომ სალომე ზურაბიშვილი მოქმედებს ამის საპირისპირო ინტერესებით. აქედან გამომდინარე, მთავრობის ნებისმიერი უარი არის აბსოლუტურად ლოგიკური“, - განაცხადა კობახიძემ.

 

მან ჟურნალისტებს პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა და მისი განცხადებები გაახსენა.

 

გამოსვლას ელჩები ესწრებოდნენ, თუმცა ნებისმიერი გამოსვლა მიდის ნებისმიერ ქვეყანაში. ოქმის სახით. მან პირდაპირ განაცხადა საქართველოს პარლამენტის შენობაში, რომ საქართველო მხოლოდ ფორმალურად ასრულებს ევროკავშირის მოთხოვნებს, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველო წელსაც არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. მან პირდაპირ თქვა.

 

თქვენ გგონიათ, რომ ევროკავშირში სულელები სხედან და ხელისუფლება არ იმსახურებს და ხალხი იმსახურებს?! ეგ ხომ სისულელეა. ასე ხომ არ იღებენ გადაწყვეტილებას ევროკავშირის ლიდერები?! მათთვის მნიშვნელოვანია, რას აკეთებს ხელისუფლება. ხელისუფლება და ხალხი ერთი და იგივეა, რადგან ხალხი ირჩევს ამ ხელისუფლებას. აქედან გამომდინარე, ეს მესიჯი, რომ ხელისუფლება არ იმსახურებს და ხალხი იმსახურებს, გაყიდვადი რა თქმა უნდა, არ არის. ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. თუ ხელისუფლება არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ეს სტატუსი რატომ უნდა მოგვენიჭოს?! არ მოგვენიჭება. სწორედ ამას ამბობს სალომე ზურაბიშვილი. ის პირდაპირ უპირისპირდება კანდიდატის სტატუსის მინიჭების ინტერესს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს საპირისპირო ინტერესი. ჩვენ გვაქვს ინტერესი, რომ დეკემბერში მივიღოთ კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა კობახიძემ.

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, საქართველოს პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა აღიძრას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner