logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტის ვიზიტებზე: აქ სადავოც კი არაფერია და მათ შორის ოპოზიციაშიც არავინ უარყოფს, რომ ეს არის კონსტიტუციის აშკარა დარღვევა
- +

1 სექტემბერი. 2023. 14:21

 

 

პრეზიდენტის ვიზიტებთან დაკავშირებით სადავოც კი არაფერია და მათ შორის ოპოზიციაშიც არავინ უარყოფს, რომ ეს არის კონსტიტუციის აშკარა დარღვევა. არის მცდელობები, რომ სხვადასხვა მოტივაციით გაამართლონ. არანაირი მოტივაცია კონსტიტუციის დარღვევას არ ამართლებს“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

 

ბოლო რამდენიმე დღე ვაკვირდებით სხვადასხვა სახის დისკუსიას. ჩვენ, ქართველმა ხალხმა და, უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს, პატივი უნდა ვცეთ კონსტიტუციას. თუ საქართველოს პრეზიდენტი პატივს არ სცემს საქართველოს კონსტიტუციას, მაშინ არავინ სცემს პატივს არც კონსტიტუციას და არც ჩვენს სახელმწიფოს. რაც შეეხება ამ ვიზიტებს, ვფიქრობ, რომ აქ სადავოც კი არაფერია და მათ შორის ოპოზიციაშიც არავინ უარყოფს, რომ ეს არის კონსტიტუციის აშკარა დარღვევა. არის მცდელობები, რომ სხვადასხვა მოტივაციით გაამართლონ. არანაირი მოტივაცია კონსტიტუციის დარღვევას არ ამართლებს. ეს არის ყველაზე ძირეული საკითხი. კონსტიტუციას სხვა ქვეყნებში მოიხსენიებენ როგორც ძირითად კანონს და როცა ვსაუბრობთ ძირითად კანონზე, მისი დარღვევა არის აბსოლუტურად მიუღებელი. შესაბამისად, ერთადერთი რეაქცია, რაც შეიძლება ამაზე ყოფილიყო და პარლამენტის პასუხისმგებლობა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რათა მან მისცეს სამართლებრივი შეფასება ამ ქმედებას. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა კონსტიტუციის მიმართ“, - აცხადებს პაპუაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner