logo_geo
eng_logo
თბილისის მერიის განცხადება
- +

1 სექტემბერი. 2023. 14:52

 

 

მთაწმინდის რაიონში, ლაღიძის N12-ში არსებული შენობის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დადებითი დასკვნის საფუძველზე გაცემული იყო მშენებლობის ნებართვა. შეთანხმებული პროექტის მიხედვით, შენარჩუნებული უნდა ყოფილიყო შენობის ფასადური კედელი.

 

მიმდინარე წლის 2 აგვისტოს, დამკვეთმა მომართა არქიტექტურის სამსახურს ნებართვის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით. ვინაიდან,  წარმოდგენილი ფოტომასალით დასტურდებოდა, რომ სამშენებლო სამუშაოები ჩატარებული იყო შეთანხმებული პროექტის დარღვევით, დამკვეთს განცხადების დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.

 

პროექტის პირობების დარღვევის ფაქტზე თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას დაწყებული აქვს მოკვლევა. დედაქალაქის მერია მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რასაც კანონმდებლობა ითვალისწინებს, იქნება ეს მშენებლობის შეჩერება, ჯარიმა თუ სხვა.

 

მოკვლევის პროცესში გატარდება საჭირო ღონისძიებები, რის შესახებაც საზოგადოებას ინფორმაციას ეტაპობრივად მივაწვდით.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner