logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: საპარლამენტო უმრავლესობას 100 ხმა არ აქვს. საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის შემდეგ, იმპიჩმენტზე გადაწყვეტილება პარლამენტის ყველა წევრმა საკუთარი პოლიტიკური პასუხისმგებლობით უნდა მიიღოს
- +

1 სექტემბერი. 2023. 14:58

 

 

პრეზიდენტის ქმედებას სამართლებრივ შეფასებას საკონსტიტუციო სასამართლო მისცემს. შემდეგ 2 კვირის განმავლობაში პარლამენტი კენჭს უყრის იმპიჩმენტის საკითხს, რისთვისაც საჭიროა 100 ხმა, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობას არ აქვს. რა თქმა უნდა, იმ მომენტში დადგება საკითხი პარლამენტის ყველა წევრისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის შემდეგ, ეს გადაწყვეტილება ყველამ საკუთარი პოლიტიკური პასუხისმგებლობით უნდა მიიღოს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მან საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული იმპიჩმენტების პროცედურაზე განმარტება გააკეთა.

 

მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის შემდეგ ყველამ გადაწყვეტილება თავისი პასუხისმგებლობის გათვალისწინებით უნდა მიიღოს.

 

რაც შეეხება პროცედურას, საჭიროა, პარლამენტის 50 წევრის ხელმოწერა. უმრავლესობას დეპუტატების ეს რაოდენობა ჰყავს და ამიტომ, ჩვენ ამ პროცედურისთვის მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს. შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს ერთი თვე იმისთვის, რომ ამ საკითხზე საკუთარი დასკვნა დადოს. მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლო მისცემს სამართლებრივ შეფასებას ამ ქმედებას, შემდეგ 2 კვირის განმავლობაში პარლამენტი კენჭს უყრის იმპიჩმენტის საკითხს, რისთვისაც საჭიროა 100 ხმა, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობას არ აქვს. რა თქმა უნდა, იმ მომენტში დადგება საკითხი პარლამენტის ყველა წევრისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის შემდეგ, ყველამ საკუთარი პოლიტიკური პასუხისმგებლობით უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება.

 

რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, მათ უკვე წინასწარ გააჟღერეს საკუთარი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, მაგრამ ვნახოთ, მოვა ის მომენტი, და ამ მომენტში ექნება ყველას მისაღები გადაწყვეტილება. ვფიქრობ, საკონსტიტუციო სასამართლო გამომდინარე საკითხის სიმარტივიდან, საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნაც იქნება, რომ ეს არის კონსტიტუციის დარღვევა და ამის საწინააღმდეგოდ თუკი ვინმე მიიღებს გადაწყვეტილებას, ეს მათთვის პოლიტიკურად მძიმე გადაწყვეტილება იქნება - კონსტიტუციის დარღვევას დაარქვან არდარღვევა. ეს იქნება კიდევ ერთ-ერთი ე.წ. ნიუს სპიქი, რასაც ბოლო პერიოდში შეეჩვია ჩვენი რადიკალური ოპოზიცია, როდესაც ომს არქმევენ მშვიდობას და ტერმინებს ატრიალებენ - მწამებელს არქმევენ დაზარალებულს; ადამიანს, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა - პოლიტპატიმარს და ასე შემდეგ. ასე, რომ აქაც გამორიცხული არ არის, რომ კონსტიტუციის დარღვევას არდარღვევა დაარქვან. ამიტომ, რადიკალური ოპოზიციისგან გამორიცხული არაფერია, თუმცა კიდევ, ერთხელ, ეს იქნება ჭეშმარიტების მომენტი, როდესაც ყველას მოუწევს საკუთარი პოლიტიკური პასუხისმგებლობით ამ გადაწყვეტილების მიღება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, საქართველოს პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა აღიძრას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner