logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ფაქტი, რომ პატივს ვცემთ ჩვენს კონსტიტუციას, ეს არის ევროპულობა და არა პირიქით
- +

1 სექტემბერი. 2023. 14:40

 

 

ფაქტი, რომ პატივს ვცემთ ჩვენს კონსტიტუციას, ეს არის ევროპულობა და არა პირიქით“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

ნებისმიერი თანამედროვე სახელმწიფო დგას კონსტიტუციაზე. ეს არის ძირითადი კანონი, რომელიც კრავს მთელ საზოგადოებას. აქ საკითხი გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ დაირღვა თუ არა განზრახ ჩვენი კონსტიტუცია, ეს მნიშვნელოვანია. წინასწარ განზრახული იყო თუ არა ეს დარღვევა და ამაზე უნდა ჰქონდეს თუ არა რეაქცია სახელმწიფოს, რომელიც პატივს სცემს თავის კონსტიტუციას, დემოკრატიას. ამიტომ ეს არა თუ ხელს შეუშლის, არამედ აჩვენებს ჩვენს ევროპულობას, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს კონსტიტუციას. ეს არის ევროპულობა და არა პირიქით, რომ კონსტიტუციის დარღვევას შეიძლება რაიმე საერთო ჰქონდეს ევროპულ მისწრაფებასთან“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner